23.5 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ექსკლუზივი-მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს?

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, შესაძლოა ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს,- ამის შესახებ „თაიმერს“ ექსკლუზიურად კალაიჯიშვილის გარემოცვიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ ეპარქიაში გაამწესებენ მეუფე სტეფანეს.

წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ოფიციალური განცხადების გაკეთებაც, თუმცა თავად კალაიჯიშვილი „თაიმერის“ სატელეფონო ზარებს  ტრადიციულად არ პასუხობს.

ამასთან, უცნობია, ვინ დაიკავებს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის პოზიციას მეუფე სტეფანეს შესაძლო გადაყვანის შემდეგ.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბსუ-ს ლექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიანატო-ში აშშ-ის ელჩი – ჩვენ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთის გვერდით ვდგავართ