ექსკლუზივი: მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი, გელა ბარკალაია დააკავეს.”თაიმერის”ინფორმაციით ბარკალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და მას ძალადობას ედავებიან.
შეგახსენებთ: ბარკალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც იყო დაკავებული, თუმცა მაშინ ეკონომიკური კუთხით ედავებოდნენ. 2012 წლის შედმეგ, ბარკალაიამ სამართალდამცავებთან ურთერთობა, როგორც ამბობენ, მოაგვარა. მეტიც, მას წართმეული ათი ავტომობილიც დაუბრუნდა და ამის შესახებ თავად აცხადებდა.
„გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემი მანქანებით ყოფილი ხელისუფლებისდროინდელი შს სამინისტროს, კუდ-ის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილდებოდნენ. აღდგა სამართალი, ჩემთვის ცოტა გვიან, მაგრამ მაინც აღდგა და მანქანებს ფიზიკურად უკვე დამიბრუნებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, ვინაიდან მათი შრომისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ყველაფერი ეს,“ – ამბობდ თავის დროზე ბარკალაია.

„თაიმერი“ შსს-საც დაუკავშირდა, სადაც ბარკალაიას დაკავება დაგვიდასტურეს და განაცხადეს, რომ „მათე მოტორსის“ მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 144-ე პრიმა მუხლის  (წამების მუქარა) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 157-ე (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა)მუხლითაა დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ხალხი ყველას სულელი გონია, სინამდვილეში სულელი არაა, უბრალოდ ჩვენი ხალხი კონსერვატორია
შემდეგი სტატიასალომე ასათიანი: „ყველაფერი ეს ღრმად ამორალურია!“