ექსკლუზივი: მაია ცქიტიშვილი პრემიერი ხდება

რამდენიმე წუთის წინ , „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განიხილება. „თაიმერის“ წყაროს ცნობით, საკითხი ჯერ ივანიშვილის შუშის სასახლეში, შემდეგ კი „ქართული ოცნების” ოფისში განიხილეს. გადაწყვეტილებას უხმოდ დაეთანხმა უმრავლესობა. ასე რომ, ახალი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ქალი ეყოლება.

„ქართული ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე ღარიბაშვილის უფლებების გაზრდის საკითხიც განიხილეს. კონკრეტულად, რა უფლებებზეა საუბარი, წყაროს ცნობით, უახლოეს მომავლში ვნახავთ.

„თაიმერი“ ცქიტიშვილის უწყების ტენდერების საკითხებზე მუშაობს, რომელსაც შუშის სასახლის მფლობელი ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშივაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებისას კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები – წულუკიანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრობს