ექსკლუზივი: მაია ღურწკაია “თაიმერს” სკანდალურ ინფორმაციას აწვდის

13987997_1277090719008771_7446542556226864895_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელი, მაია ღურწკაია სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მიზეზს უკავშირებს და „თაიმერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ  სამსახურიდან მისი და გამგეობის თანამშრომლების დათხოვნა  პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პრესამსახურის ყოფილი უფროსი იურისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, წერილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაატრიალდა ზუგდიდში „კარუსელები“ და როგორ გაყალბდა არჩევნები.

„თაიმერთან“ საუბარში მან კერძოდ აღნიშნა:
-„ორმოცამდე თანამშრომელია განთავისუფლებული. მე მივიღე ინფორმაცია და დასტურდება, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას პოლიტიკური დაკვეთა. ამ უკანასკნელს გუშინ ჰყავდა დაბარებული აიპების ხელმძღვანელები, რომლებსაც გადასცა მოსახსნელთა სახელობითი სია.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ გამგეობაში მოვიდოდა გასანთავისუფლებელ თანამშრომელთა 70-კაციანი სია, რის გამოც უკანონოდ ჩატარდა რეორგანიზაცია. მან შეკრიბა კომისია. ამ კომისიის შემადგენლობა თავისთავად იწვევს ეჭვს გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის „ქართული ოცნების“ 2 წევრი: ბესიკ ჭეჟია და მურმან ნაჭყებია, რომელიც ყველა დროის და ყველა პარტიის წევრი იყო და არის.
აბსოლუტურად არცერთი კითხვა არ ჩამიგდია. ვუპასუხე ყველა შეკითხვას. ეს არის პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ედიშერ თოლორაიმ თავისი თავი დაინიშნა გამგებლად. ეს იმიტომ, რომ 2012 წ. ჩვენ არ გვქონია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველამ კარგად იცის თუ როგორ მოვიდა ის გამგებლის თანამდებობაზე. ერთ საათში დამირეკა და იმ დღიდან მოყელებული ვიყავი ამ გამგეობის წევრი. თავიდან ვთვლიდი, რომ მეც ვიყავი კოალიციის წევრი და უნდა მებრძოლა ახალი ხელისუფლების დამკვიდრებისთვის, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აუდიტის ანუ “ოდეერის” სამსახური სპეციალურად იქნა ჩანერგილი ადგილობრივ მინიციპალიტეტებში და, შესაბამისად, მუშაობა გაუსაძლია დღემდე.
მე მათთვის ვიყავი “კერკეტი კაკალი” გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც დაიწყო საარჩევნო ბატალიები, ჩემი პარტია გავიდა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. ვებრძოდი უსამართლო ფაქტებს. მაგალითად, „ჯემფესტის“ 90-ლარიანი ბილეთები გაყიდეს 41 ლარად. მე ამის შესახებ განვაცხადე საიასთან საუბარში, დავწერე ფეისბუკის გვერდზე: რატომ იყიდებოდა 90-ლარიანი ბილეთი 41 ლარად?! რატომ 41 ლარად და რატომ არა 50 ლარად?! ეს იყო კულმინაცია.
პროცესები ჩემს წინააღმდეგ კი უფრო ადრე 2012 წ. დაიწყო. ისინი ითხოვდნენ ჩემგან “რესპუბლიკური პარტიიდან“ “ქართულ ოცნებაში” გადასვლას, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.
კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს თანამშრომელებს, რომლებიც იყვნენ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები და მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, იბარებდნენ და აშინებდნენ. ეს არის პარტიული მოტივაცია. მაგალითად, ვახო კუტალია, რომლის განთავისუფლების ფაქტს შევესწარი და გავაპროტესტე, დარჩა თანამდებობაზე.
ანაკლიის გამგებელი განთავისუფლდა იმის გამო, რომ 200 ადამიანი არ დაახვედრა გამგებელს წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ამ ნიადაგზე ბატონი თენგიზ შანავა ითხოვდა დაეწერა ანაკლიის გამგებელს განცხადება, თითქოს თავისი სურვილით წავიდა სამსახურიდან. ბატონი შანავა არის ყველა დროის ჯალათი. ეს ის შანავაა, რომელიც უკვე 45 წელია რაც ერთი და იმავე თანამდებობაზე იმყოფება და რომელმაც განაცხადა: „ყველა გამარჯვებულის მომხრე ვარ და თუ ეშმაკი გაიმარჯვებს ქვეყნის სათავეში, მისი მომხრეც ვიქნებიო“.
მე შევხდი იურისტებს. ორშაბათს სასამართლოს მივმართავ სარჩელით, რომ აღმიდგეს უფლებამოსილება. მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი განთავისუფლება არის უკანონო და რომ ეჭვს ბადებს თავად კომისიის შემადგენლობა. მე დავამტკიცებ, რომ ეს არის გუბერნატორ ლევან შონიას დავალება.
„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ დამიბარა მე და ჩემი თანამშრომლები. მე არ მივედი, რადგან მისი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მან ჩემს თანამშრომლებს განუცხადა, რომ თითქოს სუსის ინფორმაციით ისინი არასაიმედო თანამშრომლები არიან.
ამ ხელისუფლების მოყვანისთვის მე ძალიან ბევრი გავაკეთე, ისევე როგორც ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა, პარტიის წევრებმა.
2012 წ. და მანამდე ლაშა გოგია, მაიზერ ნანავა, ლევან შონია იყვნენ ნაციონალური მოძრაობის და როლანდ ახალაიას გუნდის წევრები და ნაციონალურ მოძრაობას ამაგრებდნენ.
ძალიან მევრი მასლა ჩამივარდა ხელში მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, რომ გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებდნენ. მაქვს ფოტო და ვიდეომასალა თუ როგორ გააყალბეს არჩევნები სამგრელოში და ამ მასალებს გადავაგზავნი ამერიკის საელჩოში. ეს მასალები, ასევე, გადაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.
რა მასალებზეა საუბარი?
საუბარია „კარუსელებზე“. თვალნათლივ არის აღბეჭდილი საკრებულოს წევრი ქალბატონი და „ფეხბურთის წარმომადგენელი“ თუ როგორ დადიოდნენ არჩევნების დროს სოფლებში, მაგალითად ჭაქვინჯში, ჯიხაშკარში,ოდიში სადაც ყრიდნენ ბიულეტენებს.
სკანდალური განცხადება გააკეთეთ. კიდევ ერთხელ გეკითხებით, გაქვთ ნათქვამის დამადასტურებელი ფაქტები?
– დიახ, ამის ფაქტები მაქვს და აღნიშნულ ვიდეომასალას გადავუგზავნი ამერიკის საელჩოს.
ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა სამეგრელოში?
-დიახ, გააყალბა. მაშ რას უნდა ნიშნავდეს კარუსელებზე“ მოსიარულე ადამინები?! ვიმეორებ, მაქვს შესაბამისი ვიდეომასალა!  ჯიხაშკარში  „ქართული ოცნების“ კანდიდატს 9 ხმა ჰქონდა. პირველი ტური პირწმინდათ ჰქონდა მოგებული ნაციონალურ მოძრაობას. მეორე ტურის გააყალბების ვიდეომასალა კი არსებობს და მაქვს.

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გიორგი კანდელაკი მინისტრებს კარგი სამსახურის შოვნას ულოცავს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: რაგბი სჯობია უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მოსმენას