ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელის ვინაობა ცნობილია

region
: region ივნისი 6, 2019 14:52

ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელის  ვინაობა ცნობილია

კომპანია,რომლის მფლობელობაშიც ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენია ცნობილ ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.

კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი 6 ივნისს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ – ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: პილოტი და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. სამივე გარდაცვლილი ეროვნებით ქართველია.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტს გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

region
: region ივნისი 6, 2019 14:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics