ექსკლუზივი: ყაჩაღური თავდასხმა წალენჯიხაში – სახლიდან 17 ათასი ლარია წაღებული

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ მედანში, წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე ერთ-ერთ ოჯახს 5 პირი დაესხა თავს.

“თაიმერის” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლიდან 17 ათასი ლარი წაიღეს. მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახს თხილის შემოსავლის თანხა ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს შველი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება, ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს – სტოლტენბერგი