ექსკლუზივი- ყაჩაღების მიერ გატაცებული ავტომანქანა სოფელ თარგამულში იპოვეს

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანი დააყაჩაღების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რამდენიმე წუთის წინ , ლურჯი ფერის “volvo”, სახელმწიფო ნომერით VV-499-VA, რომელიც გერონტი ნაჭყებიას ეკუთვნოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ თარგამულში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ დილის 10:00-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გერონტი პაჭკორია დააყაჩაღეს , რა დროსაც მას კუთვნილი მანქანა, ლურჯი ფერის “volvo”, სახელმწიფო ნომერით VV-499-VA  წაართვეს. “თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის ფაქტი. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტში სამი პირი ფიგურირებს,რომლებიც ადგილზე ავტომობილით და ავტომატებით იმყიფებოდნენ.  გატაცებულია 100 ათასი ლარი. გასროლის შედეგად დაჭრილი ინკასატორის ჯუმკა ახალაის ჯანმრთელობსი მდგომარეობა დამაყმაყოფილებელია.

 

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ზუგდიდში ავტომობილი გაქურდეს
შემდეგი სტატიაკახეთში ავტოვარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა