ექსკლუზივი: ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ქადაგიძეს შეცვლის

საქართველოს ყოფილი-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ემზადება. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ,,თაიმერს” სანდო წყარომ მიაწოდა. ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილება 2016 წლის თებერვლის თვეში უწყდება.

კანონმდებლობის მიხედვით ,,საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი”.
წარუდგენს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს ღარიბაშვილის კანდიდატურას იმ დაძაბულობის ფონზე რომელიც მასა და ყოფილ-პრემიერს შორის იყო?! სანდო წყაროს ინფორმაციით საკითხი უკვე მოგვარებულია. პრეზიდენტთან ეს საკითხი შეთანხებულია და ერთგვარად ,,დიდი შერიგების” წინაპირობაა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა სამშაბათს გაიმართება
შემდეგი სტატია“ივანიშვილი შუშის სასახლიდან თავის მარიონეტებს აქეთ-იქით ათამაშებს”