ექსკლუზივი – გიორგი გახარია ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდს ეწვევა

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 31 მარტს გიორგი გახარია ზუგდიდში პარტიის შექმნასთან და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გააკეთებდა განცხადებას, მაგრამ როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერი არანაირი პოლიტიკური განცხადებას არ გააკეთებს.

გიორგი გახარია, “თაიმერის” ინფორმაციით, ექსგუბერნატორთან, ამჟამად აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად კერძო ვიზიტით ეწვევა ზუგდიდს.

დატოვა, თუ არა პარტია “ქართული ოცნება” ალექსანდრე მოწერელიამ ჯერჯერობით უცნობია. მოწერელია “თაიმერის” ზარებს არ პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – უნდა ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია