ექსკლუზივი: ღარიბაშვილი შს მინისტრად ინიშნება, გახარია – სუს-ის უფროსად, ბახტაძე კი პარლამენტის თავმჯდომარე ხდება

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.

კერძოდ, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, პოლიტიკაში დაბრუნებული ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია კი სუს-ის ხელმძღვანელი გახდება.

ასევე, ,,თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე, გუნდის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრება – „ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლოა, სწორედ ბახტაძე დაასახელოს.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ – დავით სერგეენკო
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე – ხაზარაძის წინააღმდეგ რაც ხდება, პოლიტიკურია, მაგრამ წერილის ამბავი გაუგებარია