„თაიმერის“ ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უწყების უფროსად ირაკლი გულუა დაინიშნა, იმერეთში, რაჭასა და გურიაში კი იგივე უწყებას ლაშა ხარაბაძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, თანამდებობა შეინარჩუნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ბატიაშვილმა, რომელიც ამ პოზიციაზე რამდენიმე თვეა, მუშაობს.
ასევე, „თამერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გიგლა აგულაშვილს მალე ახალი პირველი მოადგილე ეყოლება.