ექსკლუზივი-გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის დედის ქელეხი ქურდებმა „გადაიხადეს“

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიოკუპირებულ აფხაზეთში „შავი სამყარო“ და კორუფცია, როგორც იტყვიან, ყვავის. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ ექსკლუზიურად მოაწოდეს, ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. ისე, აფხაზეთს თავი რომ დავანებოთ, იყო დრო, როცა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზეც „შავები“ და კორუმპირებულები „ცვეტში“ იყვნენ, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ მერე, ისეთი კორუფცია, როგორიც დღეს აფხაზეთშია, აილაგმა. სამაგიეროდ, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ე.წ. ელიტურმა კორუფციამ დაისადგურა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისფლებაში ყოფნის დროს ე.წ. ავტორიტეტები საზოგადოებაში ღიად ვეღარ ჩნდებოდნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კი, როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, ისევ გასული, ესე იგი, მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლებია.

საქმე ისაა, რომ გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროს, თემურ ნადარაიას დედა გარდაეცვალა. დასაფლავებაზე, როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, მთელი აფხაზური ე.წ. პოლიტიკური ელიტა იმყოფებოდა და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ნადარაიას დედა აფხაზი გახლდათ – ლილი თარბა.

„პოლიტიკური ელიტის“ გარდა, ჭირის სუფრასთან, თურმე, მოსკოვში მოღვაწე „კანონიერი ქურდებიც“ ისხდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოკუპანტი რუსეთის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში „შავებს“ სიტყვა 21-ე საუკუნეშიც ისევ ეთქმის.

რაც შეეხება კორუფციას, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ნადარაიას დედის დასაფლავებაზე, პრინციპში, ერთი რუსული რუბლიც არ დაუხარჯავს, რადგან ქელეხის სუფრა გალის რესტორნისთვის „შეუწერებია“. გარდა ამისა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის „ხარკი“ ადგილობრივი ბაზრის მოვაჭრეებსაც გადაუხდიათ – მათ ნადარაიასთვის მხოლოდ ფული კი არ შეუგროვებიათ, არამედ, პროდუქტებიც გაუგზავნიათ.

„ქელეხის სუფრა 500 ადამიანზე იყო გაშლილი“, – აცნობა „თაიმერს“ წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ისიც დასძინა, რომ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს ჭირში ხელი ფინანსურად „მაყურებლებმაც“ გაუმართეს, თუმცა წყარო ვერ აკონკრეტებს, რა თანხა გადასცეს „შავებმა“ ნადარაიას.

მოკლედ, ამ ამბით იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ რუსებისგან ოკუპირებულ აფხაზეთში ზუსტად ისეთივე განუკითხაობაა, როგორც თავად   რუსეთში. ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს ხსნას და გადარჩენას რუსეთში ხედავს.

banner
წინა სტატიაშიისრაელი და აზერბაიჯანი: სტრატეგიული თანამშრომლობა
შემდეგი სტატიაფრანგულმა ქალაქმა ბორდომ 2017 წელი საქართველოს წლად გამოაცხადა