ექსკლუზივი: გახარია თბილისის მერად არჩილ არველაძეს წარადგენს?

თბილისის მერის არჩევნები, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს დაემსგავსოს. მმართველი პარტიის მსგავსად, მერობის კანდიდატად ფეხბურთელის დასახელებას აპირებს გიორგი გახარია.

მისი პარტიიდან მერობისთვის, სავარაუდოდ, არჩილ არველაძე იბრძოლებს.

ხმები არველაძის მერად წარდგენაზე პირველად მაისში გავრცელდა. ეს ჭორი გიორგი გახარიას სტუმრობას მოჰყვა. ყოფილმა პრემიერმა გურიაში არველაძეების მოცვის პლანტაციები მოინახულა.

თავიდან არველაძეებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. თან მაშინ დადგენილი არ იყო, რომელ არველაძეზე შეაჩერებდა გახარია არჩევანს. ბოლო დროს ძმები ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებენ, არც ხუმრობენ. “თაიმერის” წყაროს ცნობით, არველაძის მერად წარდგენა უკვე გადაწყვეტილი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ჯერ რაღაცები დაკრისტალდება და მერე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
არველაძე თუ მართლა იყრის კენჭს, ეს მერობის ყველა კანდიდატს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. არველაძეები თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

banner
წინა სტატიაშიწადი რა თქვენი დედაც**** სუყველასი- იაკობაშვილი ჟურნალისტს
შემდეგი სტატიადეკანოიძემ კუჭავას ლეშენკოს ვიზიტის შეფასება მოსთხოვა: “ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა”