ექსკლუზივი-დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი და ვიცე მერი

“თაიმერიბ” ექსკლუზიური ინფორმაციით,ბათუმში დაკავების სერია გრძელდება. სანდრო წყარო “თაიმერს” უყვება ,რომ დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. ასევე, დაკავებულია ბათუმის ყოფილი ვიცე მერი და კიდევ 12 პიროვნება. დაკავების მიზეზად, სავარაუდოდ ფინანსური მაქცინაციები სახელდება.

შეგახსენებთ, მანამდე “თაიმერმა” ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის ვიცე მერის დაკავების თაობაზე.

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით,დღეს ანტიკორუფციულმა სამსახურმა ბათუმის ვიცე მერე თენგო პეტრიძე დააკავა.

როგორც წყარო “თაიმერს” უყვება,თენგო პეტრიძე აღნიშნულ თანამდებობაზე აჭარის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავის უშუალო ლობირების შედეგად დაინიშნა.

ასევე, “თაიმერის” წყაროს ცნობით ,თენგო პეტრიძეს აქტიურ ლობირებას უწევდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჯაში. დაკავების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ბათუმის ვიცე მერი დააკავეს
შემდეგი სტატიამორაგბე მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო