(ექსკლუზივი) დაკარგული გერმანელი ბიზნესმენი მესტიაში მკვდარი იპოვეს

15053271_1155762791127065_1738027409_oმიმდინარე წლის 12 ივლისს მესტიის გზაზე დაკარგული 65 წლის გერმანიის მოქალაქის, წარმომოშობით უკრაინელი სერგეი სმისლოვის ცხედარი ნაპოვნია.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სმისლოვის ცხედარი ნაპოვნია მესტიის მისასვლელთან ახლოს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, 65 წლის ინჟინერი ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით უკვალოდ გაქრა, ვერ იპოვეს მის მანქანაც, რომლითაც იგი საქმიან შეხვედრაზე მიემართებოდა. შეგახსენებთ, რომ ადამიანი, ვინც მას ბოლოს ელაპარაკა ტელეფონით აცხადებდა რომ სატელეფონო საუბრისას იგი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებოდა.
დაღუპული 65 წლის სერგეი სმისლოვია, ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი. იგი რეგიონში წყალ-საკანალიზაციო სამუშაოებს მეთვალყურეობდა. საქართველოში 2013 წლიდან იმყოფება.თავის დროზე ოჯახი უბედურ შემთხვევის ვერსიას გამორიცხავდა. ოჯახის ინფორმაციით, სმისლოვს თან სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა.
საქმე 276-ე მუხლით მიმდინარეობდა.

შსს-მ ,,თაიმართან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

14976291_1155762787793732_1444452454_o15053271_1155762791127065_1738027409_o

banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მოსულში 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა
შემდეგი სტატიაNATO-მ ხმელთაშუა ზღვაზე ოპერაცია დაიწყო