ექსკლუზივი – ბიძინა ივანიშვილი წალენჯიხის ცენტრში მდგარი მაგნოლიის ყიდვას აპირებს?

ვინც წალენჯიხაში, სამეგრელოს ამ ულამაზეს რაიონში, ერთხელ მაინც არის ნაყოფი, შეუძლებელია რომ არ შეენიშნა მაგნოლიას ხე, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ხარობს. კერძოდ, „საქართველოს ფოსტის“ უკანა მხარეს, ბიბლიოთეკის გვერდით.
ეს მაგნოლია ასწლოვანი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, იგი ძალია ლამაზია, რის გამოც წალენჯიხელებმა იმ ადგილს „მაგნოლიას ხეივანი“ შეარქვეს.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს საქართველოში „ხეების ტურიზმი“ ერთობ აქტუალურია. ქვეყნის ექსპრემიერის „უცნაური“ სურვილის დასაკმაყოფილებლად ფლორის საუკეთესო ნიმუშებს, კერძოდ ხეებს, „წინ და უკან დაატარებენ“.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები, „იმ ბრძენი კაცის“ ამ კეთილ სურვილს ხსნიან იმ გარემოებით, რომ ყოფილ პრემიერს დასავლეთ საქართველოში დენდროლოგიური პარკის შექმნა აქვს განზრახული. სწორედ ამიტომ უნიკალურმა ხეებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაბნეულნი და თავს ეულად გრძნობენ, ერთ ადგილას უნდა მოიყარონ თავი.
ერთი შეხედვით, ამ სურვილში ცუდი არაფერია. მითუმეტეს, რომ, ხალხი უკვე ხუმრობს : შესაძლოა მალე ახალ ბიზნესს – ხეებით ვაჭრობას ჩაეყაროს საფუძველი და მშიერი ადამიანებისთვის შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდესო.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ „ხეების ტურიზმის“ მიზანი ეს იყოს. უფრო ისე ჩანს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაა და მეტი არაფერი.
ზოგადად ცნობილია, რომ ყველა მდიდარ ადამიანს თავისი „წიკები“ აქვს. მაგალითად, ზოგი ცხოველებს ამრავლებს, ზოგი მთვარეზე მიწის ნაკვეთებს ყიდულობს, ზოგიც კი, როგორც ვხედავთ, თავს ხეების „ტურიზმით“ იქცევს.
როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, აჭარის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა თვალი სამეგრელოს ხეებს დაადგა. ახლა წალენჯიხის მაგნოლიას ჯერიც მოვიდა. .
თუ მიაქციეთ ყურადღება, თავში ბიზნესი ვახსენეთ. ჰოდა, როგორც „თაიმერს“ აცნობეს, თურმე გამოჩენილა ვიღაც „ღვთისნიერი“ პიროვნება, რომელსაც გამდიდრება ჰქონია გადაწყვეტილი, გადაუღია ფოტო ამ მაგნოლიასათვის და პირდაპირ „შუშის სასახლეში“ გაუგზავნია „მეილით“. წალენჯიხურ მაგნოლიას ადრესატის მოწონება დაუმსახურებია და, როგორც ხალხში ამბობენ, მოთხრასაც ვერ გადაურჩებაო.
შეიცვლის თუ არა ადგილმდებარეობას წალენჯიხის მაგნოლია? ამის გასარკვევად „თაიმერი“ წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავას დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის რადგან არავის მიუმართავს.
„პირველად მესმის!“ – შეიცხადა მან.
სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამეგრელოს ხეები „მოთხრის არეალში“ ექცევიან. ამის თაობაზე შარშან სტატია გამოაქვეყნა გაზეთმა „ქრონიკა+“. მასში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გეგმებში იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანაც შედიოდეს.

„ზუგდიდში ივანიშვილის რამდენიმე იდუმალ სტუმრობაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში უჩუმარი გასეირნებით აღინიშნა, „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, მაგრამ მაშინ საუბარი იმაზე იყო, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, საიდანაც ცენტრალური სტადიონი სხვაგან გადაიტანეს, ივანიშვილი მაღალსართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა.

ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულო ტერიტორიადაა მიჩნეული და თუ ადრე, კომუნისტები არად დაგიდევდნენ დაცული ტერიტორიების ფაქტორს, ამჟამინდელ ხელისუფლებას მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეს ადგილი არ ყოფილიყო დატვირთული კომერციული ობიექტებით, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, ლამის ჯვარს აცვეს და, საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.
მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა ამჟამად ზუგდიდში მოიპოვა, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების სხვადასხვა ობიექტებით გადატვირთვის თემას აშკარად სცდება. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე, რომ ციხისძირის ხეების შემდეგ სწორედ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ის ობიექტი, საიდანაც ივანიშვილის ობიექტზე – შეკვეთილში, იშვიათ მცენარეებს გადაიტანენ.

როგორც ქრონიკა პლუსის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია“, – ეწერა გაზეთის სტატიაში.

https://youtu.be/8860ESuInK8

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია
შემდეგი სტატიადავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო