10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ექსკლუზიური ფოტოკადრები მეუფე ისაიას ბავშვობიდან

“თაიმერის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბერდია კალანდია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაია ჭანტურიასთან დაკავშირებით, სოციურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

ჟურნალისტი “ფეისბუკის” პირად გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, მიტროპოლიტის ბავშვობიდან ექსკლუზიურ ფოტომასალას ურთავს:

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაია

“ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, ისაია ჭანტურიას შესახებ საზოგადოებას ხშირად აქვს წარმოდგენა როგორც სულიერ ლიდერზე, რომლის ცხოვრება დაკავშირებულია პირნათელ მსახურებასთან, სიმტკიცესა და მშვიდობის გზავნილთან. თუმცა, „თაიმერის“ მიერ მოპოვებული უნიკალური ფოტომასალა, მის, სრულიად განსხვავებულ, უფრო თბილ და ადამიანურ მხარეს გვიხსნის.

ექსკლუზიურ კადრებში, მეუფე ისაია ბავშვობის წლებშია აღბეჭდილი. იმ დროს, როდესაც მომავალი მიტროპოლიტი ჯერ კიდევ უბრალო და გულწრფელი ბავშვური სამყაროს ნაწილი იყო. ფოტოზე, მას, გვერდს უმშვენებენ ოჯახის წევრები და ახლობლები: მარინა კვირკვია, ნინო მოლაშხია, მაია კვირკველია და ლიანა ჭანტურია – ადამიანები, რომლებმაც მის პიროვნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ეს კადრები მხოლოდ პირადი ისტორიის ფრაგმენტი არ არის. ისინი, ერთგვარი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველი სულიერი ლიდერის უკან ლაღი ბავშვობა დგას, ოჯახი, გარემო და ის ემოციური ფონი, რომელმაც მისი პიროვნება შექმნა.

მაია კვირკველია და ლიანა ჭანტურია

ფოტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ, მის ავთენტიკურობაშია. იშვიათი შესაძლებლობაა, ვიხილოთ მეუფე ისაია არა საეკლესიო სამოსში, არამედ, ჩვეულებრივ, ადამიანურ გარემოში. ასეთი კადრები საზოგადოებას საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაიცნოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში.

„თაიმერის“ ეს აღმოჩენა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არქივებისა და ზოგადად, მემატიანეობის მნიშვნელობას, რადგან სწორედ, ასეთი დეტალები ქმნის დიდ ისტორიას.

მეუფე ისაია

ეს ფოტო მხოლოდ წარსულის ფრაგმენტი კი არა, გზის დასაწყისის ამბავია – გზის, რომელმაც ერთი უბრალო ბიჭი, საბოლოოდ, ერთ-ერთ გამორჩეულ სულიერ ლიდერად ჩამოაყალიბა”, – წერს ბერდია კალანდია.

მეუფე ისაია
banner
წინა სტატიაშიაშშ-ში დაფუძნებული NGO – Free Russia Foundation ოცნების მმართველობაზე ანალიზს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი