ექსკლუზიური ინტერვიუ როლანდ ფიფიასთთან-ჩემს უკან რომან ფიფიას ფული არ დგას

მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ოლქის – აბაშელი, მარტვილელი, ჩხოროწყუელი, წალენჯიხელი ამომრჩევლების და სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე. მე მზად ვარ ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ ჩემს ამომრჩეველთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. წინ უდიდესი გამოწვევებია – სამეგრელო და ჩემი ოლქი გამოსაყვანია უდიდესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან და მე ამ ბრძოლოს წინა ხაზზე ვიქნები. თითოეული ოჯახი ძალიან მალე იგრძნობს საკუთარ სიძლიერეს. გთავზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს წალენჯიხა, აბაშა, მარტვილისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ კანდიდატ როლანდ ფიფიასთან.

-თქვენს წინასაარჩევნო განცხადებებსა და დაპირებებში, თავად სვამთ კითხვას “რატომ ისევ მე” – პასუხი შემდეგია, რომ “ენმ”-მ კარგად იცის თქვენი შრომის და პასუხისმგებლობის შესახებ – თავად ამომრჩეველმა რა იცის თქვენს შესახებ ?
-მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. აქვე, ნამდვილად სიხარულით უნდა აღვნიშნო, რომ საამაყოა „თაიმერის“ ასეთი ძლიერი პოზიცია ქართულ ინტერნეტმედია სივცეში. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ, ულევ პოზიტიურ ექსკლუზივს და საინტერესო რესპოდენტებს.რაც შეეხება თქვენს კითხვას. მოგეხსენებათ, 2008-12 წლები, როდესაც მე მომიწია საქართველოს პარლამენტის წევრობა, იყო უდიდესი და უმწვავესი გამოწვევების პერიოდი – რუსეთის ეგრესია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ფაქტორები, ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერება, ხელისუფლების ცალკეულ სტრუქტურებში ერთგვარი თავნებობა თუ რიგ შემთხვევებში კანონის დარღვევა, რაც აზიანებდა სახელმწიფოს განვითარებას და პარალელურად, ამ ყველაფრის ფონზე ეს იყო დიდი აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და ინსტიტუციონალური რეფორმების პერიოდი, რისი უარყოფა შეუძლებელია. სწორედ ამ, წინააღმდეგობებით, მაგრამ აშკარად დადებითი და პოზიტიური ცვლილებების დროს მე ჩემი ქმედითი წვლილი შევიტანე ყველა პოზიტიურ წამოწყებასა და ინიციატივაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაცდენილი იყო ერთი რაიონის – მუნიციპალიტეტის, გნებავთ სამეგრელოს რეგიონის ფარგლებს და სახელმწიფოს ერთიანი ინტერესის კონტექტსშია განსახილველი.
მაჟორიტარი დეპუტატის შრომა ზოგჯერ დაუნახავია. სამწუხაროდ ჩვენთან დეპუტატს მენეჯერად განიხილავენ და არა პოლიტიკოსად, რომელიც ქმნის ხელსაყრელ პირობებს არა მხოლოდ იმ რეგიონის წარმატებისთვის, რომელსაც თავად წამოადგენს, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
თუ მაჟორიტარი კეთილსინდისიერია, ის ფუტკარივით შრომობს იმ ხალხისთვის, რომელმაც ნდობა გამოუცხადა და ამავდროულად მონაწილეობს გლობალური პოლიტიკის წარმოებაში, რაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.
არ მახოვს არც ერთი საკითხი, რომელიც გულთან არ მიმეტანოს, არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომლის სატელეფონზე ზარზე არ მაპასუხნოს, და იმ შემთხვევაშიც კი თუ სახკითხი ჩემს კომპეტენციას სცდებოდა მისთვის მორალური თანადგომა მაინც არ გამომეხატოს. ცალკე საკითხია წალენჯიხასთან დაკავშირებული პრინციპულობა, რომლის დეტალებზე ახლა არც ღირს საუბარი. განსაკუთრებით 2010-2012 წლებში წალენჯიხაში ვერავინ იტყვის, რომ ვინმე უსამართლოდ დაიჩაგრა. სამართალს კი მე არც და ვერც გადავახტებოდი. არის თემები, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად მათზე არ შევჩერდები, თუმცა ვიტყვი, რომ არც მაშინ და არც მომავალში, როცა მექნება ამის ლეგიტომაცია, ვერავინ შესძლებს ვერც ერთი წალენჯიხელის, ჩხოროწყუელის, მარტვილელისა და აბაშელის დაჩაგვრას. ალბათ ამ თვისებების გათვალისწილებით გაკეთდა კვალავ არჩევანი ჩემზე და სწორედ ეს არის შეძლებისდაგვარად მოკლე პასუხი კითხვაზე – „რატომ მე?“

-ამბობთ, რომ თქვენი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა , ტურიზმი და განათლება იქნება, თითქმის ყველა სფეროს ეხებით და მაინც, რა იქნება პრიორიტეტი, თქვენი როგორც მაჟორიტარის? კონკრეტულ პრობლემებზე,რომ გვესაუბროთ, რასაც პირადად თქვენ მოუგავრებთ, თქვენი ოლქის ამომრჩევლებს?
-მოდით სწორი ფორმულება გავაკეთოთ, რათა ამომრჩეველი შეცდომაში არ შევიყვანოთ. მაჟორიტარი არ არის მომგვარელებელი, მაჟორტარი არის პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ხელშემწყობი, რომ მაგალითად თქვენ – მედიას ქონდეს განატირებული გამოხატვის უფლება, რომ ასევე გარანტირებული იყოს სიტყვის და საკუთრების უფლება, რომ არ დაიღვეს ადამიანის უფლებები. ამის პარალელურად მაჟორიტარი გუნდთან ერთად ახდენს იმ პროგრამის ფორმირებას, რომელიც შესაძლებელს გახდის კონკრეტულ რეგიონში წარმატრებული პროექტების განხორციელებას, რომელის საფუძველზე სახელმწიფო იქნება ძლიერი, ხოლო თითოეული ოჯახი მდიდარი. როდესაც მე დავთანხმდი პარლამენტის წევრობის კანდიდატობას, მქონდა ჩემი პირობები.
-რა პირობები?
მსოფლიო ცხოვრობს პანდემიის პირობებში და ჩვენ ვხედავთ რა გამოწვევებია თითოეული ჩვენთაგანის და სახელმწიფოს წინაშე. აუცილებელია გავიაზროთ პოსტპანდემიური პერიოდი და ამ კონტექსტში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახლავთ მაღალმთბიანი სამეგრელოს უნიკალური პოტენციალის გამოყენება.
-რას გულისხმობთ?
უკვე მზად არის კონკრეტული პროექტი სამეგრელოში საერთაშორისო სამდიცინო ტურიზმის განსავითარებლად. სქური, ლუგელა, ლაბერდე თავისი უნიკალური პოტენციალით ოთხ წელიწადში იქნება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამედიცინო ტურისტული ცენტრები ერთიანი ინფრასტრუქტურული კავნძით. ამას დაამატეთ, მენჯის და ნოქალაქევის ბანლეოროგიული შესაძლებლობები და ეს არის ყოველწლიურად მილიონობით შემოსავალი რეგიონისთვის და მოსახლეობისთვის. გაგხსენებთ, ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნების დროს ჰპირდებოდა მმართვალი პარტია მარტვილელებს ლებარდეს საკითხის გადაწყვეტას და ის თუ იცით, რომ ლებარდეში ასასვლელად სამხიდიანი საბჭოთა წარმოების „ურალია“ საჭირო და გზა ბოლომდე მაინც არ მიდის…მერწმუნეთ, ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ უცხოელების ინტერესს გამოიწვევს.
-და როდიდან აპირებთ პროექტის რეალიზებას?
მომავალი წლიდან. ახლა ლოდინის დრო არ არის. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ საამშენებლო სამუშაოებში ასობით ჩვენი თანამოქლაქე დასაქმედება. ნუ დგვავიწყდება, რომ სამეგრელო, ანუ ახალი სამეგრელო რეალურად ხდება საერთაშორისო ტრასნაციონალური პროექტების უმთავრესი ადგილი. აქ ვგულისხმობ ასევე ანაკლია-ლაზიკის მშენებლოს განახლებასაც. ესეც დამატებითი სამუშაო ადგილებია. ჩვენ განვავითარებთ საგზაო ინფრასტუქტურასაც. აბაშიდან, მარტვილიდან ანაკლიამდე იქ დასაქმებულს გზაში 40 წუთი, ერთი საათის მეტი არ უნდა დასჭირდეს, ჩხოროწყიდან და წალენჯიხიდან კი უფრო ნაკლები. ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე განვითარებული ქვეყნების მაგალითები. ნიუ-იორკში, ან გნებავთ პარიზში სამსახურში მისასვლელად დასაქმებული საშუალოდ საათნახევარს ხარჯავს. მაგალითისთვის აბაშაში მცხობრებ ექიმს წალენჯიხაში მისასვლელად ერთ საათზე მეტი არ დასჭირდება, იმავე დღეს კი მას შესაძლებლობა ექნება ზუგდიდში გააკეთოს ოპერაცია და საღამოს დაუბრუნდეს თავის ოჯახს. თქვენ ასევე მკითხეთ ინფრასტრუქტურაზე.
-დიახ, ეს მნიშვნლოვანი საკითხია…
ჩვენ დავასრულებთ ადმინისტრაციული და სასოფლო ცენტრების კეთილმოწყობას და აღდგენას. ხომ მოვიყვანე მაგალითი წარმატებულ ექიმზე? მას სჭირდება რომ აბაშაც, წალენჯიხაც და ზუგდიდიც იყოს ლამაზი, კოხტა და ინფრასტრუქტურულად გამართული. 2014 წელს უნდა დასრულებულიყო წალენჯიხის გაზიფიცირება. ახლა რომელი წელია? იგივე მდგომარეობაა ჩხოროწყუში, მარტვილში აბაშაში. ზოგად უკეთესი და ზოგან უარესი. წყალი? ადამიანებს წყალი არ აქვთ და რა წარმატებაზეა საუბარი და ახდენილ ოცნებებზე? ცალკე საკითხია განათლება. დიახ, ჩვენ გვჭირდება უაღრესად განთლებული ახალგაზრდა თაობა და ამას სჭირდება უზრუნველყოფილი და კავალიფიციური მასწავლებელი და ასევე, თანამედროვე მოთხოვნების სასწავლო დაწესებულებები.
-რაც შეეხება სოფლის მეურნეობას?
ეს არის ამოუწურავი თემა იმ პროექტებით, რომელიც უკვე დამუშავებულია და მომავალი წლიდან ჩაეშვება. შევეცდები მოკლედ და გასაგებად ავხსნა: წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოხდება არსებული ბაღების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა – წვეთოვანი, მულჩირება და 2,000 ჰექტრამდე ინტენსიური ბაღების გაშენება. განსაზღვრულია მრავალწლიანი კულტურები, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი – მოცვი, კივი, ხურმა, თხილი, დაფნა. ამ მიმართულებით ჯამური ინვესტიცია შეადგენს 40,000,000 ლარს. დამატებით დასაქმდება – 2,050 ადამიანი.
მუნიციპალიტეტის მიხედვით მოეწყობა მინიმუმ 4 ხილის სამაცივრო მეურნეობა -ნედლი ხილის დაფასოება და შენახვა, გადამამუშავებელი სიმძლავრეებით – საშრობი და შოკური გაყინვა. ჯამური ინვესტიცია 12,000,000 ლარი. დამატებით დასაქმდება 200 ადამიანი
მოეწყობა თანამედროვე ტიპის 5 თევზის მეურნეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიო კალმახის წარმოებაზე. ჯამური ინვესტიცია 20,000,000 ლარი. დასაქმდება 200 ადამიანი. ჯამური წარმადობა 2000 ტონა. წელიწადში.
დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობა, თითოეული 400,000 ფრთაზე წელიწადში. ჯამური წარმადობა 1000 ტონა პროდუქცია. ჯამური ინვესტიცია 7,000,000 ლარი. დამატებით დასაქმდება 100 ადამიანი.
პირველსავე წელს მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თაფლის გადამამუშავებელი და დამაფასოვებელი საწარმო, რომელიც მოემსახურება რამოდენიმე მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს. ჯამური ინვესტიცია 3,000,000 ლარი. დამატებით დასაქმდება 10 ადამიანი.
აქ მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი სამეგრელოს კონცეფციაზე, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტებით, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ სფეროს მხარდაჭერა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიც. ეს კი ასობთ ძლიერი მეგრელი ფერმერი და ოჯახი გახლავთ.
-თქვენ მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, ამბობთ რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზა დაიგო, ქართველი ხალხი ხშირად ამბობს, რომ 21 საუკუნეში გზის დაგება არავის უკვირს, რა იქნება თქვენი პასუხი ?
ხუმრობთ? ანუ საუკუნის ხსენების კონტექსტში გეკითხებით? რამდენ დროს ანდომებიდით 21-ე საუკუნეში, რამდენიმე წლის წინ ზუგდიდიდან წალენჯიხაში, ჯვარში, ჩხოროწყუში, მარტვილში ჩასვლას? ადამიანები თბილისიდან იმიტომ ვერ მოდიოდნონ, რომ ზუგდიდი წალენჯიხის გზის გავლა ზარავდათ. ის, რომ უცხოელ ტურისტებს ადვილად შეუძლიათ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მაგისტრალით სვანეთში მოხვედრა უმნიშვნელო საკითხია? მოდით ერთი რამე დავაზუსტოთ, ქართველი ხალხი არ ამბობს ამას, არამედ ამბობენ ჩასაფრებული მცირე მასა. ჰო, კარგად მახსოვს და თქვენც გახსოვთ ალბათ – „ასფალტი ვჭამოთ?“, ეს ადამიანები ახლა „ოცნებებს ჭამენ“ და ამას თქვენც და ყველანი კარგად ხედავთ. გზა არის უმნიშვნელოვანესი საჭიროება ნებისმიერი ეკონომიკური წარმატებისთვის.
-რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამბობთ,რომ განათლება მიეცით ასობით ახალგაზრდას, დღეს სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან, როგორ დააბრუნებთ ამ ახალგაზრდებს სოფლებში ?
დამიჯერეთ, ახალგაზრდები დაბრუნდებიან როგორც კი დაიწყება საერთაშორისო და რეგიონალური პროექტების რეალიზება, გაჩნდება სამუშაო ადგილები და კვალიფიციური კადრების მოთხოვნილება. დავიწყებთ მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით საკადრო გადამზადებას. პარალელურად ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზეც და ამისათვის მოხდება სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულეების სრული რეაბილიტაცია და ადაპტაცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ყველა დასახლებულ პუნქტში მოეწყობა ახალგაზრდული „მომავლის სახლები“, სადაც დაიგეგმება კონკრეტული პროექტები და განხორციელდება მათი რეალიზაციის მენეჯმეტი. ყველა ოჯახს ექნება წვდომა ინტერნეტთან, რაც აუცილებელია არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. მომავალი წლიდან წალენჯიხელი და ჩხოროწყუელი მოზარდებისთვის საბავშვო საფეხბურთო სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, იგივე სახის ბაზაა მარტვილშიც, სადაც აბაშელ მოზარდებს შეუძლიათ სწავლა. აბაშაში დაგეგმილია ხელოვნების სკოლის მშენებლობა მარტვილელი და აბაშელი შემომქმედი ახალგაზრდებისთვის. სრულად იქნება გამოყენებული აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის ტურისტული პოტენციალი, რისთვისაც მოსახლეობაზე მიზნობრივი გრანტები გაიცემა. აქაც ახალგაზრდებმა უნდა გამოიჩინონ ფხა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მათი ეფექტური გამოყენების მიზნით. ინტენსიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ადგილობრივი, რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული და სახელოვნებო ფესტივალები.

-დაიწყეთ თუ არა წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩეველთან და როგორ ფიქრობთ გექნებათ თუ არა მათი მხარდაჭერა ?
ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, საქართველოს პარლამენტში, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კადიდატი #25-ე საარჩევნო ოლქიდან, წარმოგადგენდე აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყოს და წალენჯიხას. შეხვედრები მართლაც რომ საქმიანად და ამაღლებული განწყობით მიმდინარეობს. იცით რას ვეუბნები მათ?
-რას?
იმას რაც გულიდან მოდის. გულიდან ამოსული არის ყველაზე კარგი პოლიტიკა. მე ჩვეულებრივ ოჯახში ვარ დაბადებული, ხუთი ძმა ვართ, რომლებმაც წარმატებას ჩვენი შრომით მივაღწიეთ. მე ვიცი რა არის მიწა, თოხი… მე ვიცი რას ნიშნავს გაზაფხულიც და შემოდგომაც, ზაფხულიც და ზამთარიც გლეხისთვის… მე ტკივილამდე განვიცდი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩემი მშობლიური კუთხე, ჩემი სისხლი და ხორცი, თითოეული ოჯახი, ჩემი კუთხე და, სრულიად, საქართველო! სწორედ ამიტომ, მზად ვარ ჩემი გამოცდილება, ენერგია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის – საქათველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრდაჭერა სრულად გამოვიყენო, რათა უმოკლეს ვადებში აბაშის, მარტვილის, ჩხოროცყოს, წალენჯიხის თითოეულმა მოსახლემ, აქ არ ვგულისხმობ იმათ ვინც მე მომცემს ხმას, არამედ ყველას – პირადად იგძნოს, რომ ცხოვრობს ძლიერ სახელმწიფოში და აქვს მდიდარი ოჯახი! ჩვენი ამოცნაა არა სოციალური შემწეობის გაზრდა, არამედ, ამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება!
მე და ჩემი თანაგუნდელები ნათლად ვხედავთ ახალი სამეგრელოს როლსა და ფუნქციას არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ, საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ხედვა ეფუძნება სამეგრელოს მრავალმხრივი ეკონომიკური პოტენციალის სრულ რეალიზებას – ანაკლიის ტრანსნაციონალური პროექტის განხოციელებას, სამედიცონო საერთაშორისო ცენტრების-კურორტების მშენებლობას და თვითეული ოჯახის ეკონომიკურ სიძლიერეს.
– ვციტირებ თქვენს ფრაზას “საქართველოში უნდა გათენდეს”- რა იქნება პირველი, რასაც ამისთვის, გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებთ ?
ეს არ გახლავთ ჩემი ფრაზა. ეს მიხეილ სააკაშვილის ფრაზაა და აბსოლუტურად სწორად ნათქვამია – „საქართველოში უნდა გათენდეს!“. უნდა დასრულდეს ბნელი და გათენდეს. უნდა დასრულდეს ოცნებები და დაიწყოს აღმშენებლობა. ჩვენ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, ადამიანი მარსზე გასაგზავრებლად ემზადება და ჩვენ აქ ნორმალურ გზაზე, გაზიფიცირებაზე, წყალმომარაგებაზე და შიმშილზე ვსაუბრობთ. ეს სირცხვლია. ეს მდგომარეობა არის სიბნელე და ეს სიბნელე 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. რას გავაკეთებ? პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩემს ამომრჩეველს. ასევე, ძალიან გულწრფელად ვეტყვი ოპონენტებსაც, რომ მე ვიქნები მათი ინტერესების დამცველი და მათი გვერდშიმდგომი და პარლამეტში შესაბამისი პრცედურების დასრულებისთანავე დავიწყებთ ყველა იმ პროექტზე მუშაობას, რომელიც დაგეგმილია. ნაწილზე, რის საშუალებასაც ინტერვიუს ფორმატი იძლეოდა, უკვე მოგასხენეთ.
წალენჯიხის მოსახლეობას თქვენ არ ახსოვხართ და არც თქვენი გაკეთებული საქმეები ახსოვთ. მოდი გავიხსენოთ რა გააკეთეთ…
მგონი ისევ ხუმრობთ… იქნებ დაესწროთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ნახავთ ვინ ახსოვთ და ვინ არა. სიმართლე გითხრათ, მე არ მახსოვდა უმარავი ადამიანი, რომელთათვისაც თურმე უამრავი სიკეთე გამიკეთებია და დახმარება გამიწევია. 31 ოქტომბერს ნახავთ ვინ ახსოვთ და ვინ არა. მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ კითხვის გამო ერთ ზარს განახორციელებთ ჩემთან და მეტყვით, რომ შეცდით..
-შევთანხდით… “ნაციონალური მოძრაობის” მესვეურები ანუ აქტივი თქვენს კანდიდატურას აპროტესტებს. არ გაქვთ სურვილი მათი პროტესტის მიზეზები გაიგოთ?
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მათ შორის იმათაც, ვისაც, მოდით მსუბუქად ვიტყვი – მე არ მოვწონვარ. გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა არ არის გაწევ-გამოწევის დრო. თუ ეს ადამიანები გულწრფელად არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მაშინ მათ პარტიის გადაწყვეტილებებისა და არჩევანის პატივისცემა მოუწევთ, ან უფრო სწორად, უნდა სცენ პატივი. მე მათთან არანაირი პრეტეზია არ მაქვს, ისევე ვიქნები მათი დეპუტატი, როგორც ნებისმიერი სხვისი.
-რომან ფიფია, თქვენი ძმა ქართული ოცნების ერთ-ერთი დაფინასებელი იყო ყოველ შემთხვევაში თავის დროზე. შემდეგ მათი გზები გაიყო. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდით ჰქონდათ თუ არა მასთან საუბარი?
რომან ფიფიაზე კი არა ჩემზეც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეც ვიყავი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი. მოდით ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი. თქვენ ხომ ხართ კეთილსინდისიერი მედიასაშუალება. შედით სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე, შემდეგ გადადით პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბმულზე, სადაც ქვემოთ იპოვნით 2011 წლიდან ყველა არჩევნებზე შემოწირულობების ფაილებს. თუ მანდ იპოვნით რომან ან როლანდ ფიფიას მე ბოდიშს მოვიხდი ან თქვენ, იქნებ ამ ინტერვის ბოლოს რედაქციისგან მიაწეროთ, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია. ხომ გახსოვთ ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. სულ 7 წუთს დახარჯავთ ამ ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებაში და კარგი ნიუსიც გამოგივათ, არა შეკვეთილი, როგორც თქვენს ზოგიერთ კოლეგას თუ გამოცემას მოსდის ეს, თან ისე, რომ სიმართლის დადგენას არც ლამობს. კი, მქონდა საუბარი ჩემი ოჯახის წევრებთან. „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენს ოჯახი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონებს იხდიდა მისი ფლობის ქვეშ მყოფი კომპანიებიდან, უმძიმეს ფინანსურ ვითარებაში ჩააგდო. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი და ამ ბრძოლაში ჩვენ, მთელი ოჯახი და ახლობლები ვიქნებით ერთად.(რედაქცია:  აუდიტის ვებგვერდზე  რომან და როლანდ ფიფიების შემოწირულობა რომელიმე პარტიისთვის არ იძებნება)
-თქვენს უკან ბატონო რომანი თავისი ფინანსებით ხომ არ დგას? ამით პროტესტს ხომ არ უცხადებს ბიძინა ივანიშვილს იმ საკითხზე, რომელზეც რომან ფიფია დღემდე იბრძვის-საუბარია აზოტის ქარხნის ირგვლი შექმნილ ვითარებაზე. ფაქტიურად ივანიშვილმა ფიფიას ეს ქარხანა წაართვა…
მოდით ასე ვთქვათ, შურისძიება პატარა ადამიანების საქმეა და ზოგადად, ბიზნეს და საქმიანი ურთიერთობების პრიზმაში ეს მიუღებლად მიმაჩნია. არსებობს სამართლებლივი გზები, რითაც რომან ფიფია იბრძოლებს. თან მინიმუმ უხერხულია იმის გააზრებაც და აბსურდული, რომ ვიღაცას ვიღაცაზე შურიძიება უნდა და ამისთვის კონკრეტულად რომან ფიფიამ თავისი ძმა გამოიყენოს. არა, ეს არ გახლავთ არც სიმართლე და არც სწორი საქციელი. მე ზემოთ გითხარით რას ეფუძნება კანდიდატად ყოფნის ჩემი გადაწყვეტილება და ის სცდება ყოველგვარ მერკანტელურ მოსაზრებებს. ასევე, რომან ფიფიას ფული ჩემს უკან არ დგას.
-ერთხელაც განმარტეთ თქვენი მოტივი…
სამეგრელო საქრთველოს სახელმწიფოებრიობის გარანტი იყო და მუდამ ასე იქნება. ეს ჩვენი კუთხის მისია და პასუხისმგებლობაა. მეგრელ, კოლხ კაცს ვერავინ ასწავლის სამართლიანობას. გახსოვთ, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა, ის ადამიანებიც კი ვინც მის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებდა მისი ინტერესებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე დადგა. ასეა ახლაც, აქ ყველაზე კარგად გრძნობენ დევნილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხვედრს. აქ ყველაზე კარგად გრძნობენ საქართველოს ყველა სატკივარს, ყველა პრობლემას და აქ სამეგრელოში დაიწყება ახალი სამეგრელოს უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც ძლიერი ქართული სახელმწიფოს წარმატების გარანტია იქნება.

მომეცით უფლება მივმართო ამომრჩეველს, არა მხოლოდ იმ ოლქში სადაც ვიყრი კენჭს, არამედ სამეგრელოში მცხოვრებ ყველა ამომრჩეველს.

-გისმენთ…

31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისათვის! მე თქვენ არაფერს მოგიწოდებთ, რადგან სამეგრელოში ავის და კარგის , მტერ-მოყვარის, ნათელისა და ბნელის გარჩევა არასოდეს შეშლიათ! მე მზად ვარ, გამოგყვეთ ამ ბრძოლაში, თქვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაში! სამეგრელო საქართველოს გამარჯვებისთვის!
საქართველოში უნდა გათენდეს!

-მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს.

-მადლობა თქვენ და წარმატებები თქვენს მკითხველს! ჩვენ გავიმარჯვებთ!

www.timer.ge

ავტორი:ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: იმედი მაქვს, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას
შემდეგი სტატია“ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი” – მამუკა ხაზარაძე