ექსკლუზიური კადრები-ტექნიკური უნივერსიტეტის მაძღარი „გენერალი“ და მოშიმშილე „ჯარისკაცები“

opaტექნიკური უნივერსიტეტის „ჯარისკაცები“ მესამე დღეა შიმშილობენ. ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა ერთ “კოსტЮმს” მეცხრე ცაზე გამოკიდებას უპირებს. შარვლების და ჩითის კაბის საოცნებო “კოსტЮმი” რექტორის სავარძელს უმიზნებს. მერე რა რომ თავისი პროგრამის წარდგენისას, “კოსტЮმმა” პროფესორებს განუცხადა – მეგობრებმა მთხოვეს იყარე რექტორობაზე კენჭი და ამიტომ ვიყრიო. ჰოდა, იყარა კოსტЮმმა და 16-0 წააგო. წააგო და არ დანებდა, ისე, როგორც „გმირებს“ სჩვევიათ – მოგებაზე ოცნება გააგრძელა და „მძიმე არტილერია“ ჩართო საქმეში.
ითათბირეს, ითათბირეს „კოსტЮმმა“ და მისმა „კრიშამ“ და გადაწყვიტეს, რექტორის სავარძლისკენ მიმავალი გზა სხვათა კუჭების „გამოცარიელების“ ხარჯზე გაეკვალათ. ჰოდა, თავდაპირველად უნივერსიტეტის კიბეებზე ოთხი შარვალი დასკუპდა. ოთხიდან ორი უნივერსიტეტთან გარტყმაში არაა, მოხალისეა, წინა და უკანა „მოსტს“ რომ ამყარებს აი, ისეთი. ერთი ქალბატონია და „გეპეიში“ შემსვლელ-გამავალ ადამიანებს „ახარისხებს“ – ვინც არ მოსწონს „მოეთრა ზონდერიო“ მიაწყევლის, ვინც მოწონს იმას არც თუ ისე ლამაზად უღიმის. ამასობაში „გენერლობაზე“ მეოცნებე რექტორობის კანდიდატი, უნივერსიტეტის წინ გემრიელად ილუკმება (იხილეთ ვიდეო), მისი „ჯარისკაცები“ კი „გენერლის ოცნებას“ რომ არ შეეწირონ „დისლოკაციის ადგილს“ დღეში ერთხელ 2-3 საათი ტოვებენ. ჰოდა, ახლა ვისაც უნდა იმან გაარკვიოს „ჯარისკაცები“ მოფარებულში ჭამენ, ჭუჭყს იცლიან თუ მოზღვავებულ ენერგიას „სხვა რაკურსში“ ცლიან…

shimsh
დაბოლოს, სერიოზულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში სამი დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად შიმშილობა ოთხმა პირმა დაიწყო, რომელთაგან ორი უნივერსიტეტის პროფესორია, ორი მათი მხარდამჭერი. გუშინ აქციას ქალბატონი შეემატა. „თაიმერმა“ მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ასახულია აქციის ორგანიზატორი, უნივერსიტეტის რექტორობის ყოფილი კანდიდატი როგორ ილუკმება. მართალია ის არ შიმშილობს და ჭამა არ ეკრძალება, მაგრამ ისეთ „გენერლობაზე“ მეოცნებეს რა ვუთხარით, მის „ჯარისკაცს“ რომ აშიმშილებს, თავად კი მაძღარია!

 

 

https://youtu.be/aCsXWmR4Soc

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებ ყველას ადროვონ უნივერსიტეტს ჩაატაროს პროცესი,”-სანიკიძე თსუ-ს პროცესებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“თუ ხელფასს არ მოგვცემენ, ოფისს ცეცხლს წავუკიდებთ,” – მერიის კონტრაქტორი კომპანიის მუშების პროტესტი