ექპერტიზის ბიუროს ექსპერტები თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ, ცდილობენ საქმეს მეტი ბუნდოვანება შესძინონ

სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები დასკვნაში უტყუარად დადასტურებულ ფაქტად წერენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ვიზირების ხაზის ქვემოთ იყო, რომელიც იყო ბალიშზე ოდნავ წამოწეული, ხოლო სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ის სამხარაულის ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს, მსგავსი დასკვნით, შეეცადნენ საქმისთვის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეეძინათ.

“ამით ისინი შეეცადნენ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შესძინონ საქმეს.

ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა და სრულად შეჯამდა საქმის მასალები, ყველა კვლევა, ყველა ექსპერტიზა რაც საქმის მასალებში იყო. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა- მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც ვიზირების ხაზი დააფიქსირეს. ვიზირების ხაზი გულისხმობს მსროლელიდან ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. მაია ნიკოლეიშვილის და ზაზა ალთუნაშვილის დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ,მისი სხეულის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის გასწვრივ. ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. თუმცა, უტყუარად დადასტურებულს თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან, ანუ თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ, თუმცა, სად იყო მისი სხეული, ვგულისხმობ ფეხს, ტანს, გულ-მკერდს, მარცხნივ იყო გადახრილი თუ მარჯვნივ, ამას ვერ ადგენენ. თუმცა, მთავარი ფაქტია, სად იყო თავი, თუ სხეული მოძრაობს, პირველ რიგში თავს წამოწევდა წინააღმდეგობის გასაწევად”, – აცხადებს კუბლაშვილი.

ის პროკურატურას და საქმის მწარმოებელ გამომძიებელს მოუწოდებს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და იმ ექსპერტების დასკვნას დაეყრდნონ, რომლებმაც სროლისას მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობა განსაზღვრეს.

“სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს პირდაპირ უნდა დაეწერა ის, რაც გაბედეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაწერეს. საბედნიეროდ, გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ვერ განადგურდა და ვერ შეიცვალა, ეს არის ლოგინის თავი, სადაც პირდაპირ არის დაზიანება.

მოვუწოდებ პროკურატურას, გამომძიებელს, ამ საქმის ხელმძღვანელ პირებს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და იმ ექსპერტების უტყუარ გადაწყვეტილებას დაეყრდნოს, რომლებმაც დაწერეს, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლანი”, – აცხადებს კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია
შემდეგი სტატიაზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა