ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია… მე გაჩერებას არ ვაპირებ – ელენე ხოშტარია

“გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!” – წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს. პოლიტიკოსის თქმით, ამ ეტაპზე ექიმის რეკომენდაციით გადასხმებს დათანხმდა, რათა თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნას.

“გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.

თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.

დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგაოგნებული ვარ, ეს რეები მესმის სრული განუკითხაობაა, გული მაქვს გახეთქვაზე – ნიკოლოზ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის ომბუდსმენი ხვალ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს