ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

“მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”,-აღნიშნა ექიმმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – პოლიცია იძულებული გახდა, ზაზა სარალიძე დაეკავებინა
შემდეგი სტატიაადვოკატი – ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს