ექიმის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ქალბატონს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაძლოა, მეორე ოპერაცია დასჭირდეს.

რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, მას ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი
შემდეგი სტატიახულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ