ექიმის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღავნელმა, გუგა ქაშიბაძემ განუხცადა.

მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანილია 34 და 40 წლის ორი მამაკაცი. ქაშიბაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მათ ქირურგიული ჩარევა დაჭირდეთ.

კლინიკასთან დაშავებულთა ოჯახის წევრები იმყოფებიან.

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ძლერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ. აფეთქების შედეგად მუშებმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ პრინციპულად შემოვბრუნდით ევროპისკენ, პრინციპულად შემოვბრუნდით ადამიანობისკენ”
შემდეგი სტატია(video) “რუსთავი 2-ს” სასამართლო გადაწყვეტილება გამოუგზავნეს-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება