ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ანთაძე: ბატონი ვაჟა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე