ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება“.

banner
წინა სტატიაშიქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას, რის გამოც პარლამენტის სხდომა გადაიდო
შემდეგი სტატიადმიტრო რაზუმკოვი-ჩვენს ქვეყნებს აქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდებით