ექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, დინამიკა არ ვლინდება

პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა – ისეთივეა როგორიც იყო შემოსვლისას, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

“არანაირი დინამიკა არ ვლინდება, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. კონსულტირებულია სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება უცხო ქვეყნებიდან ექიმების მოწვევას ან პაციენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხს, ექიმის განმარტებით, კლინიკა მზადაა, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს.

“ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება. გვყავს ყველა საჭირო სპეციალისტი. გვაქვს ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა იმისათვის, რომ ვმართოთ ასეთი მძიმე პაციენტები, თუმცა თუ იქნება ოჯახის წევრების სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ყველა სახის დახმარების აღმოსაჩენად”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უცხოეთიდან ექიმის მოწვევას ან მის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიროდესაც შენი პოლიტიკა, აკრძალვები და სიმკაცრეები უკეთეს შედეგს არ გაძლევს, უმჯობესია, მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე – შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერ სამუშაო პროცესია