ექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარობა კვლავ მძიმე რჩება

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკაზე მაჩალიკაშვილების ოჯახმა უარი განაცხადა, არჩევანი კი საკუთარი ძალებით მოძიებულ კლინიკაზე “კოჩი” შეაჩერეს. ექიმის განმარტებით, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარობა უცვლელია და კვლავ მძიმე რჩება.

“განსაკუთრებული ცვლილება ამ დრომდე არ გამოვლენილა. რაც შეეხება კლინიკის შერჩევას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კლინიკა ოჯახისთვი არ არის მისაღები და არჩევანი თვითონ შეაჩერეს იმ კლინიკაზე, რომლის მენეჯერიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და რომელსაც ამ პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალებით. ეს არის “კოჩის”კლინიკა”,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუკი არსებობს ოჯახის თანხმობა,იმაზე რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება მოხდეს “კოჩის”კლინიკაში, რატომ არ ხდება პაციენტის გადაყვანა, ექიმის თქმით, გარკვეული ეტაპებია გასავლელი,რასაც დრო სჭორდება.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით,ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროცედურები, გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომენტალურად არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გდაწყვეტილებების მიღება და შემდეგ განხორციელება. ტრანსპორტირების ვადებზე ვერაფერს მოგახსენებთ. შესაძლოა, ამას 2 ან 3 დღე დაჭირდეს, არ ვიცი. ეს, უკვე ალბათ, შემდგომში კლინიკის მოსაგვარებელია იმ თვალსაზრისით,რომ ტრანსპორტირების დეტალები უზრუნველყოს, შეათანხმოს და ტექნიკური პრობლემები მოაგვაროს. რაც შეეხება ტრანსპორტირების რისკებს, არერთხელ მითქვამს, რომ ამის რისკები საკმაოდ მაღალია და კვლავ რჩება”, – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, არც ერთმა მათგანმა არ შეატყობინა სამართალდამცველებს”
შემდეგი სტატიადეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინდა