ექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ წმინდა მიქალ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება პაციენტის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას, ლურსმანაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკას უკვე დაუკავშირდა და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა კლინიკებში გადაყვანას, აქტიურად არის ამ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული. ისინი დაუკავშირდნენ უკვე რამდენიმე კლინიკას, მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა. როგორც კი ჩვენთვის რაიმე დეტალები იქნება ცნობილი, შემდგომში ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი კლინიკა მიიღებს პაციენტის გადაყვანის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით დღეს, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დღეს 85 წლის გახდა