19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ექიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია

ექიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია – ინფორმაციას და ფოტოს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილ რომელსაც ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქეის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.

თანხა თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე წუთში აგროვდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც გამ,ოძიება ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.

მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ.

როგორც სხდომიდან ხდება ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია.

დაკავებულ მედიკოსს მხარდაჭერას კოლეგები და ადგილობრივი მოსახლეობდა უცხადებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანული მედია: ლაიფციგში თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯაშუშები დგანან
შემდეგი სტატიალავროვი: მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოლაპარაკებების ამ პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება