ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე: ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა

კლინიკა “ბომონდის” ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, ის კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით 30 ივლისს მოათავსეს.

“პაციენტი შემოყვანილი იქნა 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობით. 29 კვირის ორსული იყო. მიუხედავად დაწყებული მედიკამენტოზური და სხვადასხვა სიმპტომური მკურნალობისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა” – ამბობს რეანიმატოლოგი ტარიელ კუხიანიძე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციის დასაჩქარებლად დამატებით 35 მილიონს გამოყოფს
შემდეგი სტატიაწართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენ გულს ვატანთ – “ბომონდის” ექიმების ღია წერილი