25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ექიმი გომის მთის ავარიაზე: კლინიკაში შეყვანილი 11 პირიდან, 6 პედიატრიული ასაკისაა

გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 პედიატრიული ასაკისაა. ამის შესახებ მედიასთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ განაცხადა.

“ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და 5 პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება”, – თქვა ექიმმა.

შემთხვევა გუშინ, 12 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული – შსს
შემდეგი სტატიამაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა პრობლემა არ იყო, უკრაინის ომის შემდეგ კი გახდა