ექიმი გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრები სახლებში გადაასვენეს

ექიმი გიორგი ვენეცკი და მფრინავი დიმა ქააძე. მათი ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გადაასვენეს. ექსპერიტზის დასრულებისთანავე გადაასვენებენ სხვა დაღუპულებსაც.

სტაბილურად მძიმე რჩება გუდაურში დაშვებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუგზარ რაზმაძეს მრავლობითი დაზიანება აქვს. იგი გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს.

სამართალდამცველები მის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მისი ჩვენება სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს ტრაგედიას. რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი და იპოვეს თუ არა ე.წ. შავი ყუთი, რომელმაც ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ჯერ უცნობია, თუმცა თეთრი არაგვის ხეობაში 48 საათიანი სამძებრო სამუშაოები სრულად დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშივიღაცა ოპერატორს მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს – მეუფე სტეფანე 5 ივლისზე
შემდეგი სტატიათუ გამოჯანმრთელდება და მოგვარდება ყველაფერი, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს – გიული ალასანია სააკაშვილზე