ექიმი გიორგი მაღალაშვილი სცემეს

ნაცემია ცნობილი ნეიროქირურგი, გიორგი მაღალაშვილი. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმს პაციენტის ახლობელმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიაყენა.

დაზარალებულმა მედიკოსმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ
შემდეგი სტატიაექსპერტები გვაფრთხილებენ არ გამოვიყენოთ უბრალო მობილური პროგრამები „დიდი ენთუზიაზმით”