ექიმი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას, რომელიც პარლამენტში მე-5 დღეა, შიმშილობს, დღეს ანალიზებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის“ ექიმმა მაია ცანავამ განაცხადა, რომელიც დღეს ხოშტარიასთან იმყოფებოდა.

„მე-5 დღეა, შიმშილობს. ამ ეტაპზე პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუმცა გუშინდელთან შედარებით იყო მცირედი ცვლილება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა მაია ცანავამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4 000-ს აჭარბებს
შემდეგი სტატიაპოლიციის ალყაში მოქცეული სალხინო – ვითარება სამონასტრო კომპლექსში