ექიმებს სამი თვის ჩვილზე ჯერჯერობით კორონავირუსზე ეჭვი არ ააქვთ

ზუგდიდის ევექსის ჰოსპიტალში სამი თვის ჩვილი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. იგი ფახულანი-წყოუშის ე.წ. საზღვრიდან, ოკუპირებული საბერიოოდან სპეციალური ეკიპირებით გადმოიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს 2 დღე მაღალი სიცხე ჰქონდა და ამიტომ მისი ზუგდიდში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ამ წუთებში ბავშვს უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ინფორმაცია აქვთ ეპიდემიოლოგებს, თუმცა ჯერჯერობით არც კორონავირუსზე ეჭვი არ გვაქვს. როგორც მშობლები ამბობენ, მათ უცხოეთიდან ჩამუსულ პირებთან არ ჰქონიათ კონტაქტი“ – განაცხადა პედიატრმა ნანა ჭაავამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა