ექიმებმა იური ლუცენკოს შიმშილობის დროს სპეციალური საკვები ნარევი გამოუწერეს…იანუკოვიჩსაც არ უკადრია, ეს კვებად ჩაეთვალა – ნონა წოწორია

პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ეხმაურება და მაგალითად, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს შიმშილობა მოჰყავს, რომელიც ასევე იღებდა ექიმების დანიშნულებით, საკვებ მინარევებს და ევროსასამართლოს არ დაუდგენია, რომ მან ამით შიმშილობა შეწყვიტა:

“ექიმებმა იური ლუცენკოს შიმშილობის დროს სპეციალური საკვები ნარევი გამოუწერეს და სითხის შემანარჩუნებელი თერაპია ჩაუტარეს. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ამ პერიოდში მან შიმშილობა შეწყვიტა. იანუკოვიჩსაც არ უკადრია, რომ ეს კვებად ჩაეთვალა. საერთოდ არაფერს ვამბობ იმ ამორალურ საჯარო კამპანიაზე, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი აწარმოებს. არ მგონია, რომ ამას სადმე პრეცედენტი ჰქონდეს. შიმშილობის მართვაში ახალი, წამების ტოლფასი სტანდარტი დაადგინეს.” წერს ნონა წოწორია

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში “მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები” ჩანს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაყველაფერს რასაც პატიმარი იღებს სამედიცინო ოთახში, არის სამედიცინო დანიშნულების – გიგი უგულავა