ექიმების მხარდასაჭერი აქცია ,,მადლიერების ტაში“ ფოთშიც გაიმართა

ექიმების მხარდასაჭერი აქცია ,,მადლიერების ტაში“ ფოთშიც გაიმართა. ადგილობრივებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და გაწეული შრომისთვის მადლიერება ტაშით გამოხატეს.
,,ფოთი შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მედ-პერსონალის მიმართ მადლიერების ტაშის აქციას, ეს არის პირველ რიგში სოლიდარობის აქცია, რომელიც არის აპარტიული, ეროვნული სოლიდარობის, რიმელიც ემსახურება ჩვენი ექიმების გამხნევებასა და მოტივირებას. ისინი ნამდვილად დაუღალავად შრომობენ თითოელი ჩვენი მოქალაქის ჯამრთელობისათვის. კორონავირუსის გავრცელების წინააღნმდეგ მათი შრომა არის ნამდვილად თავდაუზოგავი. პირველ რიგში მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ნებისმიერი გამოწვევის და საფრთხის წინაშე ქვეყანა არის წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ურთიერთპასუხისმგებლობით არის გაჯერებული. მე მინდა ასევე მოუწოდო საზოგადოებას დავიცვათ მთავრობისა და მედიკოსების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები,“- განაცხადა აქციის მონაწილემ ზაალ კვინჩიამ

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის მთავრობამ ხანდაზმულებს გასვლის უფლება დღეში მხოლო ორი საათით მისცა
შემდეგი სტატიაკორონავირუსთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმუნებულმა დისტანციურ თათბირზე განიხილა