ექიმების ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა. როგორც ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა პაციენტი გონების დაკარგვის დიაგნოზით იქნა შეყვანილი, ამჟამად ის კონტაქტურია და მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი მამალაძე გიორგი არის შემოსული 20:00 საათზე სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს ხდება რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამჟამად მიმდინარეობს დაავადების პროტოკოლით გათვალისწინებული ღნისძიებები, დაკვირვება დინამიკაში და შესაბამისი გამოკვლევები, შემდგომი ინფორმაცია გავრცელდება დღის 12:00 საათზე. ამჟამად მდგმოარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობი იყო დიაგნოზი, თუმცა აცხადებდა, რომ ჰოსპიტალიზაციის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

მამა გიორგი კლინიკაში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს.

როგორც ცნობილია, დღეს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” საგანგებო განცხადება – “ამ წუთიდან მაუწყებლობას ვწყვეტთ”
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო