“ექიმები საზღვრებს მიღმა” გაეროს უშიშროების საბჭოს ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებს

10ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმა”-ს წარმომადგენელმა მაიკლ ჰოფმანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ მუდმივ წარმომადგენელს, აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და რუსეთს, რომლებიც ლოკალურ კონფლიქტში არიან ჩართული, ომის წესების დარღვევაში დასდო ბრალი. საუბარია “ექმიების საზღვრებს მიღმას” ჰოსპიტალებზე თავდასხმაზე – დღეს The Guardian-ი წერს.

კერძოდ, ჰოფმანმა სირიის ომს “ჭუჭყიანი ომი” უწოდა, რადგანაც, ყველა მხარე და მათ შორის, სამთავრობო ძალები, საავადმყოფოებზე ანხორციელებენ თავდასხმას, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მაინც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებიდან მოდის.
“ექიმები საზღვრებს მიღმას” მონაცემებით, მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სირიის ტერიტორიაზე 94 საავადმყოფოზე მოხდა თავდასხმა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ჰაერიდან იდლიბის საავადმყოფო დაიბომბა. 23 მშვიდობიანი პირი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი.

banner
წინა სტატიაში6 საათზე ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატია„მათ უნდათ მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მოიპოვონ უმრავლესობა“, – სერგო რატიანი ქართული ოცნების შესახებ