ექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის მიმართვა გაავრცელეს, “ომის პარტიის“ წევრები არიან – ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის ექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისსაზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, “ომის პარტიის“ წევრები არიან. აღნიშნულის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს სარკაზმით საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

“ერთადერთი ნაკლი აქვთ ამ ექიმებს, როგორც ჩანს, ისინი არიან “ომის პარტიის“ წევრები”, – განაცხადა ალსანიამ.

გიული ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანა მოხერხდება. მისივე განმარტებით, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალები არ იცის, რადგანაც მისი ნახვის საშუალება არ აქვს.

banner
წინა სტატიაშირუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა – მარიუპოლის მერი
შემდეგი სტატია2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის გავლენა საქართველოში ყველა დონეზე იგრძნობა. კრემლი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს – ფრანგული გამოცემის რეპორტაჟი წულუკიანის ცენზურაზე