ექიმები დღეს გადაწყვეტენ, გადაიყვანენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს პალატაში

დღეს გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს პალატაში. ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
ახლობლების ინფორმაციით, გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობის შესახებ არაფერი უთქვამთ.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

banner
წინა სტატიაში,,მუხთარლის განცხადებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს”
შემდეგი სტატიაჩუმი განგაშის გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა – „112“-მა ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა