ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მანამდე მან სასამართლოს მიმართა:

“არ მინდა დაუშვათ შეცდომა, არ მინდა, თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას”,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შსს ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი – ინაშვილი
შემდეგი სტატიაორმა რუსულმა თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია