ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ – კარლ ჰარცელი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობს.

„ევროკავშირი, ისევე როგორც სხვა მხარეები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ამ მიმართულებით სხვადასხვა საშუალებებით ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს უკანონო დაკავება გამოსწორდება. ჩვენ ვემზადებით ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, რომელსაც შესაძლოა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაესწროს. მოლაპარაკებებზე ჩვენ ზოგად სიტუაციასაც განვიხილავთ, მათ შორის ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა გადასასვლელების დროებითი ჩაკეტვა“, -განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში“ენმ ინფექციაა, ვინც ხელს ჩამოართმევს, გადაედება და მიილევა პოლიტიკური ველიდან”
შემდეგი სტატიააბაშიძე რუსული ენის ცენტრზე-კომერციული სავიზო ცენტრი თბილისში რუსული ენის კურსებს ხსნის