17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ექიმს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იყო ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.

მაია კოხტაშვილს გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეუგროვეს.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას ედავებოდნენ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად წესებსაც ეხება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა – იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა