ექიმ გიორგი ახობაძის სახლში პოლიცია მივიდა — მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ ექიმ გიორგი ახობაძის სახლში პოლიცია მივიდა. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში თავად გიორგი ახობაძე აქვეყნებს.
ახობაძის განცხადებით, სამართალდამცველები მას მუქარის ფაქტზე, მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებენ, თუმცა საქმის დეტალებს არ განუმარტავენ.
“ისევ მოვიდნენ, მოწმის სახით გამოკითხვაზე მიბარებენ მუქარის ფაქტზე, ოღონდ არ მეუბნებიან დეტალებს. 24/7-ზე და 365 დღიდან დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე”, — წერს გიორგი ახობაძე.

















