EPP: ვადამდელი არჩევნები და დიალოგი უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. პარტიის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მდომარეობიდან გამოსვლის გზად უნდა იყოს განხილული.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფი ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა