EPP-ს მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მოკლულ გირგვლიანსა და მის ოჯახს – პაპუაშვილი

“რაც შეეხება ამ ცარიელ სკამსა და სახელსა და გვარს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ სანდრო გირგვლიანსა და მის ოჯახს, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობაზე. პატრონაჟი და პროტექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ EPP-ს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება.” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა“ – მთავრობის 1 – წლიანი ანგარიში
შემდეგი სტატიაბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა – სერგეენკო