EPP – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას ეხმიანება ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება. სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას – მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში.

განცხადებას EPP ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები ასევე წერენ რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალა იქნება.

წინა სტატიაშიმდინარაძე – პარტიული აქტივისტებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, გთხოვთ, ნუ აყვებით მდარე პროვოკაციას
შემდეგი სტატიაია მეტრეველი – დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება