29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ეპისკოპოსი ჯამდელიანი: გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) სოციალურ ქსელში საგანგებო წერილი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარებისკენ მოუწოდებს.

მიმართვაში მღვდელმთავარი ხაზს უსვამს ქრისტიანულ ფასეულობებსა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობას:

„მაცხოვარი ეალერსებოდა და ლოცავდა ბავშვებს. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება.

უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში. მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია. ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც“, — აღნიშნავს ეპისკოპოსი.

მეუფე გიორგის განცხადებით, ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების კონსოლიდაცია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა უდგნენ მოქალაქეები ერთმანეთს გვერდში ყველაზე მძიმე წუთებში.

banner
წინა სტატიაშისეს-ი: იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი თერჯოლაშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაირაკლი ჭეიშვილი: ევროკავშირის მაღალჩინოსნები და ელჩი პრემიერის წერილზე დღემდე დუმან, ეს ორმაგი სტანდარტია